კომპანია თერა მოტორსი დაარსდა 2010 წელს ქ. ბათუმში. 2010-14 წლებში თერამოტორსის საქმიანობის სფერო იყო სპეცტექნიკის გაქირავება,მომსახურების გაწევა, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებზე. კომპანიის საკუთრებაშია სხვადასხვა სიმძლავრის ავტო ამწეები,ექსკავატორები,მიწის მბურღავი ავტო მანქანები , კალათები და სხვა ტიპის სპეციალური ტექნიკა – ჯამში 15 ერთეული.
2014 წლიდან თერა მოტორსი აფართოებს ბიზნესს და იწყებს მეორადი საბურავების იმპორტსა და საცალო რეალიზაციას.
ამჟამად თერამოტორსი ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 4 სავაჭრო ობიექტით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
თერამოტორსს წარმოადგენს მოტივირებული და პროფესიონალი თანამშრომელთა გუნდი,რომელთა ამოცანაა ჩვენს მომხმარებელს შესთავაზოს მაღალხარისხიანი პროდუქტი და მომსახურება კონკურენტუნარიან ფასად.
ჩვენი პროდუქციის და მომსახურების მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად კომპანია ეტაპობრივად აფართოებს დაფარვის არეალს და მომავალშიც გეგმავს ეტაპობრივად გახსნას ახალი სავაჭრო ობიექტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში .