კომპანია თერა მოტორსი დაარსდა 2010 წელს ქ. ბათუმში. 2010-14 წლებში თერამოტორსის საქმიანობის სფერო იყო  სპეცტექნიკის გაქირავება,მომსახურების გაწევა, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებზე. კომპანიის საკუთრებაშია სხვადასხვა სიმძლავრის ავტო ამწეები,ექსკავატორები,მიწის მბურღავი ავტო მანქანები , კალათები და სხვა ტიპის სპეციალური ტექნიკა – ჯამში 15 ერთეული.

2014 წლიდან თერა მოტორსი აფართოებს ბიზნესს და იწყებს მეორადი საბურავების იმპორტსა და საცალო რეალიზაციას.

ამჟამად თერამოტორსი ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 4 სავაჭრო ობიექტით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

თერამოტორსს წარმოადგენს მოტივირებული და პროფესიონალი თანამშრომელთა გუნდი,რომელთა ამოცანაა ჩვენს მომხმარებელს შესთავაზოს მაღალხარისხიანი პროდუქტი და მომსახურება კონკურენტუნარიან ფასად.

 

ჩვენი პროდუქციის და მომსახურების მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად კომპანია ეტაპობრივად აფართოებს დაფარვის არეალს და მომავალშიც გეგმავს ეტაპობრივად გახსნას ახალი სავაჭრო ობიექტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში .

2010-2015 წლების წარმატებული საქმიანობის შემდეგ თერა მოტორსმა დაიწყო ბიზნესის აქტიურად განვითარება შემდეგი მიმართულებით:

სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების ახალი საბურავების იმპორტი და რეალიზაცია საცალო და კორპორატიულ მომხმარებლებზე.

საცხი-საპოხი მასალების რეალიზაცია საცალო და კორპორატიულ მომხმარებლებზე.

სრული და ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება ვულკანიზაციის სერვისების მიმართულებით.

ვულკანიზაციების მოწყობა, როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქი ავტომობილებისათვის.

ცვეთადი სათადარიგო ნაწილების, ხუნდების, ფილტრების, აკუმულატორების საცალო რეალიზაცია.

2017 წლიდან HOWO TRUCK-ის სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია.

ჩვენი სერვისები

ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ავტომობილის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში

ვულკანიზაცია

თერა მოტორსი გთავაზებთ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების დაშლა აწყობას, ბალანსირებას, დისკების გასწორებას თანამედროვე აპარატურით და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რაც აუცილებელია მაღალხარისხიანი მომსახურების გასაწევად.

ზეთის შეცვლა

თერამოტორსი გთავაზობთ ძრავის ზეთის შეცვლის სერვისს. ჩვენს ფილიალებში ზეთის შეძენის შემთხვევაში ზეთის შეცვლა უფასოა. ჩვენ გთავაზობთ ზეთების ფართო არჩევანს, როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქი და დიზელზე მომუშავე ძრავებზე ყველა საფასო კატეგორიაში.

ბალანსირება

თერა მოტორსი გთავაზობთ სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების საბურავების ბალანსირებას თანამედროვე აპარატურის გამოყენებით კვალიფიციური სპეციალისტების მიერ.

ხუნდების შეცვლა

ჩვენთან ხუნდების შეძენის შემთხვევაში გთავაზობთ ხუნდების შეცვლას საჩუქრად.

დისკების გასწორება

ჩვენთან შესაძლებელია თანამედროვე აპარატურის გამოყენებით მაღალხარისხიანად დისკის გასწორება.

ფრეონის დატუმბვა კონდიციონერში

გთავაზობთ მსუბუქ ავტომობილებში კონდციონერებზე ფრეონის დამატების სერვისს.

© ყველა უფლება დაცულია  TERAMOTORS დამზადებულია EASYWEB - ში